• the description of image 1
  • the description of image 2
  • the description of image 3
  • Dominion Template Release Jan10
    Dominion, the January 2010 template release from RocketTheme.
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    6 stunning preset styles, in a mix of light and dark, each with 3 visual intensity levels.
  • RTL Support
    RTL support from module structure, to the Fusion menu to the template elements.
მთავარი » ფაილები » ინფორმაცია

ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)
11.05.2012, 21:06

საფეხბურთო კლუბი ჩელსი (Chelsea Football Club აგრეთვე ცნობილი მეტსახელებით - ლურჯებიპენსიონერები) არის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჩელსი ინგლისის სამგზის ჩემპიონია, ასოციაციის თასი გუნდს მოგებული აქვს ხუთჯერ, ლიგის თასი ოთხჯერ და უეფას თასების მფლობელთა თასი ორჯერ.

კლუბს პირველი დიდი წარმატება 1955 წელს ჰქონდა, როდესაც გახდა ინგლისის პირველი დივიზიონის ჩემპიონი. 1960-იან და 70-იან წლებში ჩელსიმ შეძლო რამდენიმე თასის მოგება, მაგრამ მოგვიანებით 1997 წლამდე დიდი ხნის მანძილზე კლუბი ვერ ახერხებდა ტიტულის მოგებას. ბოლო დეკადა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩელსის ისტორიაში. 2005 და 2006 წელს კლუბი გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი, 2008 წელს ჩელსიმ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, სადაც დათმო დაპირისპირება მანჩესტერ იუნაიტედთან, თერთმეტმეტრიანების სერიაში.

დაარსების დღიდან ჩელსი თამაშობს "სტემფორდ ბრიჯზე", სტადიონის ტევადობა 42.055 კაცს შეადგენს. მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებაროებს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს ჩელსი იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა.

ჩელსის ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და ტრუსები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში. ჩელსის აქვს ინგლისურ ფეხბურთში ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი. 2008-09 წლების სეზონში საშუალო დასწრება შეადგენდა 41.588 კაცს, სიდიდით მეექვსე პრემიერლიგაში.

კატეგორია: ინფორმაცია | დაამატა: kaka
ნანახია: 565 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
">
Name / Login
Email
 

auto-player

...

ONLINE

skate

fast-web.tk

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Всего ответов: 26