• the description of image 1
  • the description of image 2
  • the description of image 3
  • Dominion Template Release Jan10
    Dominion, the January 2010 template release from RocketTheme.
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    6 stunning preset styles, in a mix of light and dark, each with 3 visual intensity levels.
  • RTL Support
    RTL support from module structure, to the Fusion menu to the template elements.
მთავარი » ფაილები » ინფორმაცია

მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)
11.05.2012, 20:54

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი "ცხოვრობს” ინგლისის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქ მანჩესტერის (საგრაფო დიდი მანჩესტერი) რაიონ ტრაფორდში.

„იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია, მას მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ გულშემატკივარზე მეტი ჰყავს. (ამას უნდა ციტატა)

196465 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.

იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 198687 წლების სეზონის როდესაც გუნდში ახლანდელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მოვიდა შემდეგ გუნდმა 20 დიდი ტიტული მოიგო. პრემიერლიგის დაარსების1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 10 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 17–ჯერ გამხდარა, 1968 წელს კი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ მანჩესტერმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 20072008 წლების სეზონში.

მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია. 1990–იანი წლების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი კლუბია და ბოლო რამდენიმე წერლია ლიდერობს საფეხბურთო კლუბებს შორის შემოსავლების მხრივ. 2007 წელს საფეხბურთო სამყაროში მანჩესტერი მეოთხე ადგილზე იყო მოგება–წაგების ბალანსის მხრივ, თუმცა ლიდერობდა იმ შემოსავლების მაჩვენებლებში, რომლებიც დამყარებული იყო ოპერაციულ შემოსავალზე.

მანჩესტერ იუნაიტედი არის აგრეთვე მსოფლიოს უმდიდრესი კლუბი და G14–ის დამფუძნებელი.

გუნდის მენეჯერია სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც გუნდში 1986 წლის 6 ნოემბერსმივიდა. გუნდის კაპიტანია გარი ნევილი , რომელმაც ამ საპატიო თანამდებობაზე როი კინიშეცვალა 2005 წელს.

კატეგორია: ინფორმაცია | დაამატა: kaka
ნანახია: 571 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
">
Name / Login
Email
 

auto-player

...

ONLINE

skate

fast-web.tk

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Всего ответов: 26