• the description of image 1
  • the description of image 2
  • the description of image 3
  • Dominion Template Release Jan10
    Dominion, the January 2010 template release from RocketTheme.
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    6 stunning preset styles, in a mix of light and dark, each with 3 visual intensity levels.
  • RTL Support
    RTL support from module structure, to the Fusion menu to the template elements.
მთავარი » ფაილები » ინფორმაცია

რეალი მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)
11.05.2012, 20:38

საფეხბურთო კლუბი რეალი მადრიდი („მადრიდის სამეფო კლუბი") — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ქალაქ მადრიდიდან. „რეალი" არისყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს ლა ლიგის სარეკორდო 31 ტიტული;ესპანეთის თასის 17 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 8 ტიტული; უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 9 ტიტული; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 1 ტიტული და საერთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი" იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი" ესპანურად „სამეფოს" ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი", „რეალ უნიონი", „რეალ ბეტისი" და„რეალ სარაგოსა").

„რეალი" 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.

გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენჯერმე შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის" საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ" არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 195719691980 და 2010 წლებში.

„რეალს" აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით„ბარსელონასთან", რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო" ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს" მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. რეალი არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით

კატეგორია: ინფორმაცია | დაამატა: kaka
ნანახია: 559 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
">
Name / Login
Email
 

auto-player

...

ONLINE

skate

fast-web.tk

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Всего ответов: 26